celsiusi
ავერსი შნაიდერი
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.
 
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიოშნული,  უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.
 
„თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
1350