ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი, - ამის შესახებ ექიმი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელზე წერს.
როგორც გიორგი ღოღობერიძე წერს, მისი ცხოვრების განმავლობაში თავადაც დააგროვა ცოტაოდენი ფინანსები, რომლებიც დამოუკიდებლადაც შეეძლებინებს 400-500 კვადრატული მეტრ ფართობის კლინიკის სართულის გახსნას
"ჩემ გვერდში ასევე დგას ერთი ძალიან კეთილი და უანგარო ბიზნესმენი, რომელიც ყველანაირად მეხმარება, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო. ყველა იდეაზე მომყვება და მზად არის, რომ ხალხის დასახმარებლად თავადაც იბრძოლოს. მოგვიანებით მოგიყვებით ამ საოცარი ადამიანის შესახებაც. მაგრამ ამის მიუხედავად საკმარისი ფინანსები არ გროვდება, რომ მართლა კლინიკის მასშტაბებს გავწვდეთ. კლინიკის, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ძალიან ჭკვიანი ექიმებით და ორიენტირებული იქნება, რომ პაციენტს ყოველ ნაბიჯზე დაეხმაროს! ისე, რომ პაციენტის ხარჯზე ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული არ იყოს.", - წერს გიორგი ღოღობერიძე.
მისივე თქმით, მას სჭირდება ისეთი ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები ან გავლენიანი ადამინები, რომლებიც აქცენტს მოგებაზე არ გააკეთებენ და ასეთი კლინიკის გახსნაში დროის ამ ეტაპზე დააეხმარებიან.
"აქ საუბარი არ არის რამდენიმე ათასზე, კლინიკის გახსნა მართლა დიდი ფინანსები ჯდება და ასეთი რამ არც ისე ბევრს ეწიფება ხელთ. მიწის ყიდვა, აშენება, აპარატურა. თუ ასეთი ხალხი გამოჩნდება, მე მზად ვარ იმ აშენებულ კლინიკაში ჩემი ყოველი კონსულტაცია უფასო იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველა იმ ადამიანის სახელი ისტორიას დარჩება და ამაზეც ვარ პასუხისმგებელი. ბევრმა უბრალო ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ფულს ჩვენც შეგიგროვებთო… მაგრამ მე ხალხს ფულს ვერ გამოვართმევ… თქვენზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ამ ეტაპზე რაც შეგიძლიათ ეს არის ის, რომ დამეხმაროთ საჭირო ადამინების მოძიებაში და ამ წერილის გავრცელებაში", - წერს ღოღობერიძე