COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Metro Logistics ავრცელებს.
როგორც Business Times. კომპანიაში განუცხადეს, ჩინეთიდან "სინოვაკი" და "სინოფარმის" ვაქცინები შემოვიდა.
მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, Metro Logistics-მა კიდევ ერთხელ უზრუნველყო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი.