გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში, ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო, რის გამოც, ის ადგილობრივებთან ერთად, თავშესაფარში გადაიყვანეს.
შტაინმაიერს სოფელ კორიუკოვკას სარდაფში საათნახევრის გატარება მოუწია.
შტაინმაიერი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა. კიევში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.