ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაცია რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა.
"რუსეთის დროშის ქვეშ დარეგისტრირებულ ყველა გემს, ასევე მათ, რომლებმაც რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალეს, ბულგარეთის საზღვაო პორტებში შესვლა ეკრძალებათ" - ნათქვამია ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებაში.