უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მსოფლიო უნდა შეიძრას იმით, რაც უკრაინის ქალაქებში ოკუპანტებმა ჩაიდინეს. ამის შესახებ, მან სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ბუჩა, ირპინი და გოსტომელი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც გათავისუფლდა და წარმოადგენენ სურათს პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმიდან. ამ დროისთვის რუსეთის არმიის სამხედრო დამნაშავეთა მსხვერპლს შორის უკვე ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოკლული წარმომადგენლები, მოკლული ბავშვები, დახოცილი ასაკოვანი ადამიანები, მამაკაცები“ , - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ბევრ გარდაცვლილს შეკრული აქვთ ხელები და წამების კვალი ემჩნევათ, უამრავ გარდაცვლილს კეფაში აქვს ნასროლი იარაღი.
„ისეთ რამეებზე საუბარი, როგორიცაა ძარცვა და ძვირფასეულობის ან სარეცხი მანქანების მოპარვა, ლაპარაკიც არ ღირს. ეს ყველაფერი უპირობოდ იქნება პროკურატურისა და სამართალდამაცვი ორგანობის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამაღთლოს მიერ გათვალისწინებული“, - განაცხადა არესტოვიჩმა.