ბაზისბანკი აგრძელებს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა 113ა-ში, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
სერვისცენტრში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ბანკის პრემიუმ კლიენტები, პრემიუმ ბანკინგის სპეციალურ ზონაში, ინდივიდუალურ საბანკო მომსახურებას მიიღებენ.
ბაზისბანკის ახალ სერვისცენტრში, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სწრაფი და კომპლექსური საბანკო მომსახურებით:
- საუკეთესო პირობებით სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე
- ანაბრების მაღალი საპროცენტო სარგებლით
- საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით
- ვალუტის საუკეთესო კურსებით
- კომუნალური და სხვა სახის გადახდებით
ბაზისბანკის სერვისცენტრის საზეიმო გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პირები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ბორჯომის სერვისცენტრი, მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე ემსახურება, კვირა დასვენების დღეა.
„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 40 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში“, - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.
(რ)
ბორჯომში "ბაზისბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
370
|