ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსულად აღიარეს და მაღაზიების დახლებიდან მოხსნეს, წერს პორტალი Delfi ადგილობრივ სავაჭრო ქსელებზე დაყრდნობით.
სავაჭრო ცენტრის Maxima Eesti მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ტიინა შეპელმა განაცხადა, რომ ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყლის წარმოება რუსულ კომპანია „ალფა–გრუპს“ ეკუთვნის, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
ანალოგიური ნაბიჯი ესტონეთის სხვა სავაჭრო ქსელებმაც გადადგეს.
IDS Borjomi Georgia შედის IDS Borjomi International–ის შემადგენლობაში, რომელიც რუსულ კონსორციუმს „ალფა–გრუპს“ ეკუთვნის.