საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.
ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ადგილებზე ჩატარდება.
უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“
„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“
„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“
„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.