,,ეკოვუდში’’ ხის სარემონტო მასალების შესაძენად საუკეთესო პერიოდი დაიწყო. კომპანია მომხმარებლებს წლის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს და სრულ ასორტიმენტზე 20%-მდე ფასდაკლებას შავი პარასკევის ფარგლებში აცხადებს. 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს შოურუმსა და "ექსპრეს ფილიალში" 300-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო მასალები და 20-ზე მეტი ხის სახეობის პროდუქცია დიდი ფასდაკლებით დახვდება.
ფასდაკლება ვრცელდება ,,ეკოვუდის’’ სრულ ასორტიმენტზე. მათ შორის, არის ფასადის მასალები, კედლისა და ჭერის პანელები, იატაკისა და სატერასე მასალები, საავეჯე დაფები, პარკეტი, ხის ლაქ-საღებავები, ხის მასალის დაცვითი და დასამუშავებელი საშუალებები, ასევე უამრავი სხვა დანიშნულების პროდუქცია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ ,,ეკოვუდს’’ თბილისში, წყალსადენის 21 ნომერში და ასევე "ექსპრეს ფილიალს" აგლაძის 15 ნომერში. ადგილზე წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მათ შორის არის აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, მალაიზია, ბრაზილია, პერუ და სხვა. წარმოდგენილია იშვიათი ხის სახეობის მასალები, რომლებიც ძალიან პოპულარული და ტრენდულია, როგორც ინტერიერის დიზაინში, ასევე სარემონტო და სამშენებლო მიმართულებაში.