პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აჟღერებს მის ახალი ინიციატივას,რომელიც ეხება უსაფრთხო ტურიზმს. “ პირველ რიგში, გაკეთდება გიდების აკრედიტაცია.
„საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან“ Sakartvelo's Certified Guides Association ერთად, ბატონ გიორგი დარსიმელიასთან Giorgi Dartsimelia ერთად კვირას ვაკეთებთ ტრენინგს. გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს”- განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს გიდმა უსაფრთხო ტური, რა უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ინფიცირება - პირველ რიგში, თვითონ იყოს დაცული, დაიცვას გარემო,სადაც არის და დაიცვას ტურისტი.
“მომდევნო კვირას, ჩატარდება ტრენინგი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. გასწავლით და დაგეხმარებით, მინიმალური ხარჯებით როგორ შეიძლება გადაეწყოთ. ვინც გაივლის ტრენინგებს, მიიღებთ სერტიფიკატს და სტიკერს - „კოვიდუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება“. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიკაციას, ამას ფხაკაძე გიკეთებთ უფასოდ. დავიღლები, არა უშავს, ჩვენ ახლა ტურიზმის გამართვა გვჭირდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მომზადდეს შემდეგი მიმართულება - „უსაფრთხო კოვიდრესტორანი“. სტუმარი რომ გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავს, იმ რესტორნიდან თან კორონაც ხომ არ უნდა გამოჰყვეს?! ...ამ მიმართულებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებით. 2 დღე დაველოდები სარესტორნე ბიზნესთან დაკავშირებული ასოციაციების გამოხმაურებას, თუ არადა მე თავად გავაკეთებ. და რა თქმა უნდა - კოვიდუსაფრთხო აკრედიტებული სასტუმრო. ჯერ არ გადამიწყვეტია, ამ მიმართულებით ვისთან ვითანამშრომლებ. ამრიგად, ტურისტული სექტორი შეძლებს, ტურისტს შესთავაზოს კოვიდუსაფრთხო გიდი, კოვიდუსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდუსაფრთხო რესტორანი და კოვიდუსაფრთხო სასტუმრო. უკვე არის გამოხმაურებები და მე ამას გავაკეთებ, ორშაბათიდან დაიწყება ტურისტული სექტორის აკრედიტაციის პროცესი. ამ სერტიფიკატს თქვენ ვერ იყიდით, არ იყიდება, უფასოა, ნებაყოფლობითია, მაგრამ კორიფციით და ჩაწყობითაც ვერ მიიღებთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, ფხაკაძე არ იყიდება. ველოდებით ტურისტული სექტორის გამოხმაურებას.”- განაცხადა ფხაკაძემ.