2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 133 146 984 ლარი შევიდა, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2023 წელს ბიუჯეტში ამ მუხლებიდან 102 267 603 ლარის აკუმულირება მოხდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).
ხაზინის ინფორმაციით, წელს შვიდ თვეში სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვებიდან ბიუჯეტში 54 880 009 ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 38 205 010 ლარი.
რაც შეეხება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, წელს ბიუჯეტში 78 266 975 ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 062 593 ლარი.