კომპანია "ლეგი" - 12 წლის გახდა. "ლეგი" ბეტონის ნაკეთობების კომპანიაა საქართველოში, რომლის პირველი საწარმო 2011 წელს ქობულეთში გაიხსნა. კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო WWW.BUSINESSTIME.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, დღეს კომპანიას მნიშვნელოვანი თარიღი აქვს, "ლეგი" -12 წლის გახდა.
"მთელი გულით მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს პარტნიორსა თუ მომხმარებელს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად. სწორედ მათი დახმარებით შევქმენით საუკეთესო პროდუქტი საქართველოში, ასევე მათთან ერთად შევძლებთ მომავალში კიდევ არაერთი მწვერვალის დაპყრობას. მადლობა მათ", - განაცხადა კომპანია "ლეგის" განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა სერგო ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის ნედლეული, კონტროლდება პროდუქციის დამზადების პროცესი, რათა მომხამრებელს შესთავაზონ ევროპული სტანდარტების მქონე ბეტონის ნაკეთობები.
იქმნება პროდუქტი, რომელიც არის: ეკოლოგიურად უსაფრთხო , ასევე ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ , რომ ჩვენ კონკურენტები არ გვყავს.
2019 წელს, ლეგის კიდევ ერთი უახლესი ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა თბილისში. ეს საწარმო გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ „colormix „ რომლის ანალოგის წარმოება საქართველოში სხვა საწარმოებს არ შეუძლიათ. colormix – ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა.
ლეგის პროდუქციით მოპირკეთებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიცაა: ბათუმის ბულვარი , ბოტანიკური ბაღი , ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა უამრავი ობიექტი.
"ჩვენმა კომპანიამ ცნობადობა მოპირკეთებული ობიექტების ხარისხით, გამძლეობით და პროდუქციის მრავალფეროვნებით მოიპოვა. ლეგის განვითარების კიდევ უფრო რეალისტური პროგნოზი აქვს, რადგან ვქმნით ეკოლოგიურად უსაფრთხო ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქციას", - აცხადებენ კომპანიაში.
საინფორმაციო სააგენტოს რედაქცია კომპანიას ულოცავს 12 წლის იუბილეს და მდგრად განვითარებას უსურვებს.