ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია Well House • ველ ჰაუსი ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ვერიტა ქავთარაძეს აშენებს.
მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტულ საცხოვრებელს და სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს - იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას განტვირთვასა და პროდუქტიულობას ანიჭებს, რაც უზრუნველყოფს დინამიკურ გარემოს მობინადრეებისთვის. კომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურით, მოპირკეთებულია ვენტილირებადი ფასადით, რაც უზრუნველყოფს როგორც ესთეტიურ მიმზიდველობას, ასევე მის გამძლეობას. ფართო აივნები და უმშვენიერესი პანორამული ხედები კი მრავალფუნციონირებასთან ერთად საცხოვრებელ კომპლექსს ჰარმონიულს ხდის.
პრემიუმ კლასის კომპლექსი ვერიტა ქავთარაძე ქალაქის ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, პ. ქავთარაძის 22-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება ჰიპერმარკეტი, აფთიაქი, სპორტული დარბაზი და სხვა. პრემიუმ კლასის კომპლექსში მოწყობილი იქნება რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედანი, 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, კონსიერჟის მომსახურება, დაცული და უსაფრთხო ეზო. ყოველივე ეს კი ქმნის კომფორტულ და მობინადრეების საჭიროებებზე მორგებულ გარემოს.
Verita Kavtaradze-ში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.