ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე, საფეხბურთო სტადიონთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი “არენა რეზიდენს ბათუმი” შენდება. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"არენა რეზიდენსი" 37,000 მ²-ზე გაშენებული 25-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ტბელ აბუსერიძის #21-ში მდებარეობს, რომელშიც მობინადრეებს რეკრეაციული ზონა დახვდებათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კომპლექსი ასევე მოიცავს 132 ავტომობილზე გათვლილ 4-დონიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს, 24/7 დაცვას და ვიდეოკონტროლს.
კომპლექსის ინფრასტუქტურა მოიცავს კეთილმოწყობილ სპორტ დარბაზს, სპას და საცურაო აუზს, ასევე რესტორანსა და ლაუნჯს ტერასაზე. პანორამულ ხედებს ქალაქის, მთისა და ზღვის ხედებით.
კომპლექსის ადგილმდებარეობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე ინვესტირებისთვის. არენა რეზიდენს ბათუმი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, თანამედროვე დიზაინით, პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით.
საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს დეველოპერული კომპანია, რომლისთვისაც კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტია. იქმნება ინდივიდზე მორგებული გარემო, სადაც სიმყუდროვე და თანამედროვე სერვისები მთავარი ღირებულებაა. "არენა რეზიდენსის" პარტნიორია სამშენებლო კომპანია ARCON-ი, 12 წლიანი გამოცდილებით სამშენებლო ბაზარზე.
კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.
განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – არენა რეზიდენს ბათუმი.