jan-medi
ავერსი შნაიდერი

 ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

პირველკურსელთა მიღების ცერემონია ილიაუნის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან დარახველიძემ.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“- ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.

52