ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეაპ საქართველოს (ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი) მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციას წყალტუბომ უმასპინძლა, რომელსაც 50-მდე დელეგატი დაესწრო როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის 30-მდე ქვეყნიდან.
სესიის თემას "ახალგაზრდობის ძალაუფლების შესწავლა" წარმოადგენდა. ღონისძიება კონცენტრირებული იყო ახალგაზრდა თაობის ძალის აღმოჩენასა და მათ გავლენაზე საზოგადოებაში, რაც დღევანდელობის საკმაოდ აქტუალური საკითხია.
ღონისძიების ფორმატი ოთხი დღისგან შედგებოდა და ყოველ დღეს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა - გაცნობითი დღე, სამუშაო დღე, გენერალური ასამბლეის დღე და ასევე, ოფიციალური პირებისა და გუნდების ტრენინგის დღე.
კონფერენციის დელეგატებს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული და სამუშაო გარემო. გაიმართა დისკუსიები და დებატები ისეთ თემებსა და პრობლემებზე, როგორებიცაა კიბოსთან ბრძოლა, ქალთა უფლებები, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - European Youth Parliament Georgia - EYP, არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს და მის მიერ ორგანიზებულ პროექტებში ჩართულნი არიან 16-24 წლამდე ახალგაზრდები. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების, ევროპული ღირებულებების, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების კულტურის ჩამოყალიბება.
„ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალგაზრდა თაობის განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროექტების მხარდაჭერას. ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, წყალტუბოში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა და აღსანიშნავია, რომ სესია ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განიხილონ მნიშვნელოვანი თემები უცხოელ თანატოლებთან ერთად და პირადად გახდნენ აქტიური მოქალაქეები და უშუალო გავლენა იქონიონ საზოგადოების განვითარებაზე ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
(რ)
ბაზისბანკის მხარდაჭერით ეაპ საქართველომ რეგიონალური კონფერენცია გამართა
322
|