ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, უკვე ათ წელზე მეტია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთგული მხარდამჭერია.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში წელსაც წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიები. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ხელი შეუწყოს სწორი განათლების მიღებაში, დაეხმაროს მათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. შესაბამისად, ბანკი ცდილობს დაეხმაროს სტუდენტებს ახალი იდეების გენერირებაში. მოტივაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიები გადაეცათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან როგორც მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასევე სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის აქტივობებში ჩართულობით. წელსაც საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დასაჩუქრდნენ.
ბაზისბანკი მრავალი წელია საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების პარტნიორია. განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში მომავალშიც სტუდენტებს არაერთ შესაძლებლობას შესთავაზებს.