აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ გარკვეული ტერითორიის ნაწილი, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოსაპოვებლად, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. აღნიშნულის შესახებ ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერნეციაზე გაანცხადა.
პრესკომფერენციაზე ჯო ბაიდენს ჰკითხეს, სჭირდება თუ არა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის რაიმე ტერიტორიის დათმობა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოსაპოვებლად, ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს უკრაინელების გადასაწყვეტია.
,,ეს, მთლიანად უკრაინის გადასაწყვეტია. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. მე არ მჯერა, რომ მათ ამის გაკეთება მოუწევთ, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილება. ეს მათი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ბაიდენმა.