საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ვადა კიდევ ერთხელ - 1 ივნისამდე გადაუვადდათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ვადა გადავადებული იყო 2021 წლის 1 მარტამდე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შეღავათი გადავწიოთ 1 ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ჩამოეწერებათ საურავები.
ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება პოსტპანდემიურ პერიოდში ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და დაეხმარება აღნიშნულ სფეროს სწრაფი აღდგენის პროცესში და პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების დაბრუნებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 15 თებერვალს ავტოიმპორტიორებმა სატრანსპორტო საშუალებებების რეგისტრაციის 2021 წლის ბოლომდე გადავადების მოთხოვნით აქცია გამართეს.