gorgia
ავერსი legi

,,ავერსი-ფარმასა" და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად “ავერსი-ფარმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

IMG 20260325 WA0019

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.

119